“მისი ზოგი ქმედება კარგი იყო, მაგრამ…” - როგორ გამოეხმაურა მედია კვარას თამაშს » სპორტის ხაზი

“მისი ზოგი ქმედება კარგი იყო, მაგრამ…” - როგორ გამოეხმაურა მედია კვარას თამაშს

“მისი ზოგი ქმედება კარგი იყო, მაგრამ…” - როგორ გამოეხმაურა მედია კვარას თამაშს
4-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “ნაპოლი” შინ “ლაციოს” დაუხვდა. “პარტენოპეი” საშინაო არენაზე მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და ეს სწორედ რომაულმა კლუბმა მოახერხა მატიას ვესინოს გოლით.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი დაყო. მის თამაშს იტალიური მედია ასე აფასებს:

Gazzetta dello Sport: “მისი რამდენიმე ქმედება გამორჩეული იყო, მაგრამ მატჩის ბალანსი ვერ შეცვალა. ამჯერად ასისტი გაიფორმა, ოღონდ ეს ვესინოს შემთხვევით გაუკეთა, ხდება ხოლმე.”

Mondonapoli: ”ყოველთვის ცდილობდა, კარგი იდეები ჰქონდა, ბრწყინვალედ თამაშობდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა.”

Calcionapoli: ”პირველივე წუთიდან აქტიურობდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებულ მოპყრობას იღებდა და მასზე დამზღვევი ყოველთვის გადადიოდა. პირველი იყო, ვინც ლაციოს კედლის შერყევა სცადა, მაგრამ ძალიან ბევრი ფეხი იყო მის გარშემო, რათა დრიბლინგი განეხორციელებინა. ლაციოს გოლის ეპიზოდში მისი თამაში ნეგატიურად ჩაითვალა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი