"ახალი გზების ძიებაში მამუკელაშვილის გაშვება გადავწყვიტეთ" | მილუოკის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ახალი გზების ძიებაში მამუკელაშვილის გაშვება გადავწყვიტეთ" | მილუოკის მწვრთნელი

"ახალი გზების ძიებაში მამუკელაშვილის გაშვება გადავწყვიტეთ" | მილუოკის მწვრთნელი
2-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსმა გუნდიდან გაუშვა.

ჩვენ კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაიკ ბუდენჰოლცერის პირველ კომენტარს გთავაზობთ, რომელიც მან ქართველის შესახებ გააკეთა:

"სანდრო გუნდში ყველას უყვარს, როგორც მოთამაშეებს, ისე შტაბის წევრებს. ჩვენ ვაფასებთ მის სულიერ მხარეს, ის კარგი ადამიანია და კარგი თვისებებითაც გამოირჩევა. ჩვენი პოლიტიკა იმას მოიაზრებს, რომ ახალგაზრდებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ, მამუკელაშვილმა კი სანაცვლოდ ათმაგი დაგვიბრუნა."

"გვიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სანდროს კარიერის ნაწილი იქნება და დარწმუნებულები ვართ, რომ მამუკელაშვილი ლიგაში თავის დამკვიდრებას მაინც შეძლებს."

"არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული სიახლის მიღება გინდა, ამისთვის კი ძველს უნდა დაემშვიდობო. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სანდროს ჩვენთან დარჩენა შეეწირა, თუმცა, შესაძლოა მისთვის კარიერის ასე გაგრძელება უკეთესიც კი იყოს."
- თქვა მაიკ ბუდენჰოლცერმა

ცნობისთვის, სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსში წინა სეზონში გამოჩნდა, მისი საშუალო მაჩვენებელი კი 9.6 წუთი, 3.2 ქულა და 2.1 მოხსნა გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი