"მჯერა, რომ კლოპი ძველ ლივერპულს დააბრუნებს", - მანე ინგლისელთა კრიზისზე » სპორტის ხაზი

"მჯერა, რომ კლოპი ძველ ლივერპულს დააბრუნებს", - მანე ინგლისელთა კრიზისზე

"მჯერა, რომ კლოპი ძველ ლივერპულს დააბრუნებს", - მანე ინგლისელთა კრიზისზე
1-03-2023, 19:21
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა, სადიო მანემ გერმანულ გამოცემა SPORT BILD-თან ინტერვიუში, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ყოფილი კლუბის, ლივერპულის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც.

"ლივერპული დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ სიტუაციას დაძლევენ. მათ ბევრი ტრავმა და სხვა პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ იურგენ კლოპი სწორედ ის კაცია, ვისაც ამის მოგვარება შეუძლია.

ის ლივერპულს კვლავ დააბრუნებს - ფეხბურთელებს კლოპი უყვართ და პატვის სცემენ
", - განაცხადა მანემ.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგაში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ, ლივერპული 36 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.