ოსიმენი მხედველობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ იდგა - რა შეემთხვა ნიგერიელს » სპორტის ხაზი

ოსიმენი მხედველობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ იდგა - რა შეემთხვა ნიგერიელს

ოსიმენი მხედველობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ იდგა - რა შეემთხვა ნიგერიელს
1-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიგერიელი შემტევი, ვიქტორ ოსიმენი ერთ დროს მხედველობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ იდგა. აღნიშნული პრობლემის შესადებ ქირურგიის პროფესორმა, ჯანპაოლო ტარტარომ ისაუბრა.

2021 წელს “ინტერისა” და “ნაპოლის” მატჩში ოსიმენი მილან შკრინიარს შეეჯახა და სახის ძვლების მოტეხილობის დიაგნოზით ოპერაცია დასჭირდა. ამ ფაქტის შემდგომ ნიგერიელი სახის დასაცავად სპეციალურ ნიღაბს იყენებს თამაშისას.

"გატეხილ ორბიტალურ ძვალს სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეეძლო, მათ შორის, მხედველობის დაკარგვა. მაგრამ საბედნიეროდ, თვალი ბუდეში დაბრუნდა და შესაძლოა, ვიქტორს სახიდან ფირფიტებისა და ხრახნების ამოსაღებად ოპერაცია აღარც დასჭირდეს, თუკი ამის აუცილებლობა, ინფექციის შეჭრის ან სხვა მიზეზით არ დადგა.

ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ფირფიტები გამოვიყენეთ და ძალიან გულდასმით შევისწავლეთ იმპლანტაციის ადგილები. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ვიქტორმა ბურთს თავიც უნდა დაარტყას ხოლმე. მგონია, რომ ახლა ოსიმენი უკეთესადაც თამაშობს, მსოფლიო დონის ფორვარდია, ნიღაბს კი არ იშორებს იმიტომ, რომ ის დამატებით თავდაჯერებულობას მატებს"- წერენ იტალიურ მედიაში ექიმის ნასაუბრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი