მოგების დროა | ვალენსიამ სოსიედადთან 3 ქულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს » სპორტის ხაზი

მოგების დროა | ვალენსიამ სოსიედადთან 3 ქულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს

მოგების დროა | ვალენსიამ სოსიედადთან 3 ქულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს
25-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

დრო დადგა, რომ ვალენსიამ მოგების გემო გაიხსენოს. სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილის გუნდმა შიდა ჩემპიონატში ბოლო მოგება გასული წლის 10 ნოემბერს ჩაიწერა, როდესაც "ღამურებმა" ბეტისი 3:0 დაამარცხეს.

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვალენსია რეალ სოსიედადს უმასპინძლებს, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია და ლა ლიგის მესამე პოზიციას 43 ქულით იკავებს.

რაც შეეხება რუბენ ბარახას გუნდს, ისინი მე-19 ადგილზე 20 ქულით არიან და გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად, როგორც მინიმუმ 22 ქულა სჭირდებათ. შესაბამისად, დღევანდელი და შეიძლება ითქვას, ყოველი მომდევნო მატჩი ვალენსიასთვის ფინალის ტოლფასია.

ცნობისთვის, მესტალიას ბინადრები ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლოს 1985-1986 წლებში გავარდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი