"აინტრახტთან მატჩს მანჩესტერის სკაუტები ესწრებოდნენ" | ვინ სურს იუნაიტედს? » სპორტის ხაზი

"აინტრახტთან მატჩს მანჩესტერის სკაუტები ესწრებოდნენ" | ვინ სურს იუნაიტედს?

"აინტრახტთან მატჩს მანჩესტერის სკაუტები ესწრებოდნენ" | ვინ სურს იუნაიტედს?
26-02-2023, 01:45
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 0:2 დაამარცხა.

როგორც შემდგომში დაიწერა, აღნიშნულ დაპირისპირებას მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები ესწრებოდნენ, რომლებიც ნაპოლის ნიგერიელ ფორვარდს, ვიქტორ ოსიმენს აქტიურად აკვირდებოდნენ.

საქმე ისაა, რომ მანჩესტერში ვეგჰორსტით მთლად კმაყოფილები არ არიან და მისი გრძელვადიანი შემცვლელის პოვნა სურთ, ვინმე ისეთის, ვინც ინგლისში დიდი ხნით თამაშს დასთანხმდება.

ფაბრიციო რომანოსა და Sky Sports-ის ინფორმაციით, მანჩესტერელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაფერს გააკეთებენ, რათა ნეაპოლურ გუნდს ვიქტორ ოსიმენი წაართვან. ამავე წყაროების ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი