"პედრისთან და გავისთან ერთად სხვა სურათი იქნებოდა" | ჩავი მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

"პედრისთან და გავისთან ერთად სხვა სურათი იქნებოდა" | ჩავი მარცხის შემდეგ

"პედრისთან და გავისთან ერთად სხვა სურათი იქნებოდა" | ჩავი მარცხის შემდეგ
24-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალების ცენტრალური მატჩი, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა უპირისპირდებოდნენ ერიკ ტენ ჰაგის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 2:1 (4:3).

თამაშის დასრულების შემდეგ, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა:

"არ მინდა გამართლების ძიებად ჩამეთვალოს, მაგრამ პედრისთან და გავისთან ერთად სხვა სურათი იქნებოდა, მათი არ ყოფნა ძალიან დაგვეტყო. ვფიქრობ, მეორე ტაიმი ჩავაგდეთ, დღეს დეტალების გამო წავაგეთ, ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. მათმა პირველმა გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა, მაშინ როცა შეგვეძლო ანგარიში 0-2 გაგვეხადა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ საგოლე მომენტი."

"მათ ორი გოლი გაგვიტანეს ახლაც და წინა შეხვედრაშიც. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ტაიმზე. ეს სირცხვილია. ახლა ლა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე უნდა გადავერთოთ."

"წინა წლისგან განსხვავებით ახლა კონკურენციის გაწევა შევძელით და ისე გამოვეთიშეთ ტურნირს. ჩვენ ინტერის და ბაიერნის წინააღმდეგ მოგვიხდა თამაში, დღეს კი იუნაიტედის, დიდებული გუნდებია და რთულია მათ წინააღმდეგ თამაში. მომავალ წელს უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ."

"არაუხო კვირას ითამაშებს, ის თავის დაზღვევის მიზნით შევცვალეთ. ისევ უნდა ვცადოთ, უნდა ვცადოთ კონკურენციის გაწევა, პატარა დეტალებიდან უნდა ვისწავლოთ. კვირას თამაში გვაქვს, ლა ლიგაში ძალიან კარგი პოზიცია გვიჭირავს და ასე უნდა განვაგრძოთ, ახლა ფარხმალს ვერ დავყრით. სერჟი რობერტო და კესიე ძალიან კარგები იყვნენ, ისევე როგორც ბუსკეტსი და დე იონგი."

"იმედი მაქვს მომდევნო სეზონში უკეთესად გამოვალთ ევროტურნირებზე, თუმცა წინა სეზონისგან განსხვავებით ახლა სიტუაცია სხვანაირად მეჩვენება, ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა შევძელით, მიუხედავად დიდებული მეტოქისა. ვნახოთ რას მოვახერხებთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ფეარ პლეის კუთხით, თვით-კრიტიკულები უნდა ვიყოთ, რათა უკეთესები გავხდეთ, არ ვართ კმაყოფილები ამ სიტუაციით, მაგრამ წინა წელთან შედარებით დიდი სხვაობაა, ახლა ჩვენ ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ."
- თქვა ჩავიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.