ცხელი ზაფხულის მოლოდინში - რომელ კლუბებს უკავშირებენ ხვიჩას » სპორტის ხაზი

ცხელი ზაფხულის მოლოდინში - რომელ კლუბებს უკავშირებენ ხვიჩას

ცხელი ზაფხულის მოლოდინში - რომელ კლუბებს უკავშირებენ ხვიჩას
23-02-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია რომ მსოფლიო ფეხბურთში თავის დამკვიდრებას ცდილობს და ამას კარგად ახერხებს, ამას ყველა ამჩნევს. იგი არაერთი დიდი გუნდის თვალთახედვაშია უკვე მოქცეული. “აინტრხატთან” მატჩის შემდგომ გავლენიანი სპორტული გამოცემები უფრო თამამად საუბრობენ სხვადასხვს კლუბის მხრიდან არსებულ ინტერესებზე ქართველის მიმართ.

90min-ი იტყობინება, რომ “პარტენოპეის” 77-ე ნომრით მადრიდის “რეალი” და “პსჟ” არიან დაინტერესებულნი. გავლენიანია ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი კი ქართველს “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს” უკავშირებს. ასევე უნდა ვახსენოთ იტალიური Calciomercato-ც, რომელთა თქმით პრემიერ ლიგიდან კიდევ ორი გუნდი, “ლივერპული” და “ნიუ კასლი” აქტიურდება.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნეაპოლელებისთვის, ქართველი ქომაგებისთვისა და ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნამდვილად ცხელი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი