"როდესაც საბერძნეთს გოლი გაუტანა, აიაქსს მის შესახებ ვაცნობე" | დენი ბლინდი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"როდესაც საბერძნეთს გოლი გაუტანა, აიაქსს მის შესახებ ვაცნობე" | დენი ბლინდი ხვიჩაზე

"როდესაც საბერძნეთს გოლი გაუტანა, აიაქსს მის შესახებ ვაცნობე" | დენი ბლინდი ხვიჩაზე
22-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის აიაქსის ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი ბლინდმა Ziggo Sport-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ქართველის შესახებ აიაქსს ინფორმაცია კონკრეტულ მომენტში მიაწოდა:

"მაშინ როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთს მაგარი გოლი გაუტანა, მის შესახებ ბერძნების მთავარმა მწვრთნელმა და ჩემმა მეგობარმა, ჯონ ვან'ტ შიპმა მაცნობა. თავის მხრივ, ქართველის შესახებ აიაქსს დეტალები მაშინვე მივაწოდე, თუმცა 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ კვარას ნაპოლისთან კონტრაქტი დადებული უკვე ჰქონდა."

"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავი დისციპლინით გამოირჩევა გარდა იმისა, რომ გენიალური ქმედებები ახასიათებს. მას თავისუფლად შეუძლია, რომ ეგო გვერდით გადადოს და გუნდის წარმატებაზე იფიქროს. მისი განვითარების პროცესი მომხიბვლელია, ნაპოლი კი განსაცვიფრებელ ერთობას წარმოადგენს."
- თქვა დენი ბლინდმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს ემპოლის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი