ლუკა ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა » სპორტის ხაზი

ლუკა ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა

ლუკა ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა
21-02-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 23-ე ტური “ტორინოსა” და “კრემონეზეს” დაპირისპირებით დაიხურა. ჯერ კიდევ გამარჯვების გარეშე მყოფი კრემონული კლუბი ტურინს ესტუმრა. შეხვედრა მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი ნახევრის ბოლოს ანტონიო სანაბრიამ ტურინელები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა და გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა, მაგრამ მეორე ნახევრის დაწყებიდან 7 წუთში ფრანკ ცაჯუტიმ სხვაობა აღადგინა. 74-ე წუთზე “კრემონეზე” ვალერის გოლით სულაც წინ გავიდა, მაგრამ ხუთ წუთში სინგომ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 2-2 დასრულდა.

გამოსარჩევია, რომ დიდი ხნის შემდგომ მოედანს ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდა. მოგეხსენებათ, მას საზარდულის ტრავმა აწუხებდა. გუშინდელ მატჩში ის 86-ე წუთზე ჩაერთო.

“კრემონეზე” მომდევნო შეხვედრას “რომას,” ხოლო “ტორინო” “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი