"ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაადო" | Diario AS » სპორტის ხაზი

"ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაადო" | Diario AS

"ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაადო" | Diario AS
19-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ცნობილი ესპანური გაზეთი, Diario AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შეეხება.

როგორც ისინი წერენ, ნაპოლიმ უკვე ზუსტად იცის იმ თანხის რაოდენობა, რომელსაც ის ქართველის გასხვისების შემთხვევაში აიღებს.

ესპანური წყაროსგან ვიგებთ, რომ ნეაპოლელები კვარაში 100 მილიონზე ნაკლებს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელშიც 100 მილიონს გადაიხდიან!

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ვინგერით მანჩესტერ სიტი, პსჟ, მადრიდის რეალი, ლივერპული, არსენალი და სხვა წამყვანი კლუბები ინტერესდებიან, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი ჯერჯერობით მხოლოდ ნაპოლიში თამაშს უკავშირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი