დეტალებიღა დარჩა | საბა ლობჟანიძე ანდრეა პირლოს გუნდში გადავიდა » სპორტის ხაზი

დეტალებიღა დარჩა | საბა ლობჟანიძე ანდრეა პირლოს გუნდში გადავიდა

დეტალებიღა დარჩა | საბა ლობჟანიძე ანდრეა პირლოს გუნდში გადავიდა
18-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 28 წლის გარემარბი, საბა ლობჟანიძე კარიერას ანდრეა პირლოს გუნდში, კარაგუმრუკში გააგრძელებს.

როგორც იცით, თურქეთში დატრიალებული კატასტროფის გამო, საბას ყოფილი კლუბი, ჰატაისპორი ტურნირს ჩაეხსნა, ქართველს კი სხვა გუნდში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. ირკვევა, რომ ლობჟანიძემ სწორედ პირლოს გუნდი აირჩია, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება.

აქვე გეტყვით, რომ კარაგუმრუკი თურქეთის ჩემპიონატის მე-9 ადგილს 26 ქულით იკავებს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ გუნდში მოუწევს საბა ლობჟანიძეს კარიერის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი თურქეთში 2020 წლიდან თამაშობს. მან 3 სეზონი ანკარაგუჯუში, ხოლო 2 ჰატაისპორში გაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი