"კვარა & ოსიმენი ჩემი და ბატისტუტას დუეტს მახსენებს" | ფრანჩესკო ბაიანო » სპორტის ხაზი

"კვარა & ოსიმენი ჩემი და ბატისტუტას დუეტს მახსენებს" | ფრანჩესკო ბაიანო

"კვარა & ოსიმენი ჩემი და ბატისტუტას დუეტს მახსენებს" | ფრანჩესკო ბაიანო
17-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ფიორენტინას ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ბაიანომ კვარა & ოსიმენის დუეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ-ნიგერიული წყვილი თავისა და გაბრიელ ბატისტუტას ტანდემს ახსენებს:

"დღევანდელ ფეხბურთში საუკეთესო გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა, ეს ძალიან აშკარაა, რადგან მისი მსგავსი მოთამაშე არ მახსენდება."

"ქართველსა და ვიქტორ ოსიმენს საოცარი დუეტი აქვთ ჩამოყალიბებული, მათ ერთმანეთის წარმატება სიგიჟემდე უხარიათ. ამ მხრივ, ჩემი და ბატისტუტას წყვილი მახსენდება, ჩვენც ზუსტად ასე ვიყავით. ფიორენტინაში ხან მე ვაძლევდი საგოლე პასებს გაბრიელს, ზოგჯერ კი ის აკეთებდა ანალოგიურს. ჩვენ ამ ყველაფერს დიდი სიხარულით ვაკეთებდით და ნაპოლის შემტევებშიც ზუსტად იგივეს ვხედავ."
- თქვა ბაიანომ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას დღეს, 23:45-ზე გამართავს, მეტოქე კი დიონისის სასუოლო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი