დიდებული მაჩვენებელი | რა რეკორდს დაამყარებს სპალეტი სასუოლოსთან? » სპორტის ხაზი

დიდებული მაჩვენებელი | რა რეკორდს დაამყარებს სპალეტი სასუოლოსთან?

დიდებული მაჩვენებელი | რა რეკორდს დაამყარებს სპალეტი სასუოლოსთან?
17-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტის ნაპოლი სერია A-ში დღეს ითამაშებს, მათი მეტოქე ალესიო დიონისის სასუოლო იქნება, მატჩი 23:45-ზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საინტერესო დეტალის შესახებ დაიწერა. როგორც Spazionapoli-სგან ვიგებთ, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი დღევანდელ შეხვედრაში თავისთვის უნიკალურ რეკორდს დაამყარებს.

საქმე ისაა, რომ სასუოლოსთან მატჩი 63 წლის სპეციალისტისთვის კარიერაში მე-1000 იქნება (მხოლოდ სერია A), ამიტომ მისმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ლუჩანომ საიუბილეო რიცხვი წარმატებით დააგვირგვინოს.

ცნობისთვის, ნაპოლის ჩაბარაებამდე სპალეტი ამ იტალიურ კლუბებში მუშაობდა: ემპოლი, სამპდორია, ვენეცია, უდინეზე, ანკონა, რომა და ინტერი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი