ბუფონი: “ნაპოლი ისტორიული სკუდეტოსკენ მიდის” » სპორტის ხაზი

ბუფონი: “ნაპოლი ისტორიული სკუდეტოსკენ მიდის”

ბუფონი: “ნაპოლი ისტორიული სკუდეტოსკენ მიდის”
16-02-2023, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა La Stampa-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. “პარმას” კარის დარაჯმა არაერთი თემა მიმოიხილა, მათ შორის შეეხო “ნაპოლის” წლევანდელ ასპარეზობას:

“ნაპოლი ისტორიული სკუდეტოსკენ მიდის. ეს, რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე დიდი სიურპრიზია. თავიდან ისინი სათანადო ფორმაში არ იყვნენ, მაგრამ ძალები მოიკრიბეს. აბსოლუტურად ყველას, ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც ამაში დიდი წვლილი აქვთ.”

შეგახსენებთ, რომ “პარტენოპეი” იტალიის სერია A-ს სოლიდური უპირატესობით ლიდერობს, ამჟამად 59 ქულა აქვს და მთავარი მიზნის მიღწევას უახლოვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი