"მზად ვართ ნაპოლისთვის მინდორზე დავიხოცოთ", - სპალეტი გუნდის წარმატებაზე » სპორტის ხაზი

"მზად ვართ ნაპოლისთვის მინდორზე დავიხოცოთ", - სპალეტი გუნდის წარმატებაზე

"მზად ვართ ნაპოლისთვის მინდორზე დავიხოცოთ", - სპალეტი გუნდის წარმატებაზე
15-02-2023, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ "ადნრეა ფორტუნატოს პირიზის - სპორტი ცხოვრებაა" მიღების შემდეგ, ნაპოლის წარმატებაზე ისაუბრა და ყურადღება გუნდის ბრძოლისუნარიანობაზე გაამახვილა:

"ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას არ მივცემ, რადგან ეს შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. მოედანზე სიკვდილისთვის მზად ვართ, რასაც კიმის საქციელი ნათლად ადასტურებს - მეორე გოლის ეპიზოდში (კრემონეზესთან მატჩში), კიმი ბურთისკენ მაშნ წავიდა, როდესაც მცველი მასზე ფეხით მიდიოდა, კიმმა კი სახე შეუშვირა.

ამ კლუბში მარადონა თამაშობდა. გასახდელში მისი ქანდაკება გვაქვს. ბევრი ფეხბურთელი სანამ მოედანზე გავა, მას ეხება. აქ იყო ფეხბურთელი, რომელიც იმარჯვებდა და მაყურებელს ისეთ სანახაობას ჩუქნიდა, რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებენ. ჩვენც სწორედ იმავეს ვცდილობთ
", - განაცხადა სპალეტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი