"ნაპოლისთვის სიცოცხლესაც დავთმობთ" | ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ნაპოლისთვის სიცოცხლესაც დავთმობთ" | ლუჩანო სპალეტი

"ნაპოლისთვის სიცოცხლესაც დავთმობთ" | ლუჩანო სპალეტი
16-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ლუჩანო სპალეტის განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა, რომლის სახელიც ასე ჟღერს: "ანდრეა ფორტუნატოს პრიზი - სპორტი ცხოვრებაა".

ამავე ჯილდოს მიღების პარალელურად, სპალეტიმ ნაპოლის ეფექტურობაზე ისაუბრა და თავისი წარმატების საიდუმლოც გაგვანდო:

"ჩემს არცერთ ფეხბურთელს არ მივცემ უფლებას, რომ მოდუნდეს, რადგან ეს ყოველთვის ძვირად ფასობს ხოლმე. ჩვენ მოედანზე სიკვდილისთვისაც მზად ვართ, რასაც კიმის საქციელი ადასტურებს. კრემონეზესთან მეორე გოლისას კიმი სახით ბურთისკენ მაშინ წავიდა, როდესაც მეტოქე ფეხბურთელი ამას ფეხით აკეთებდა."

"ნაპოლიში მარადონა თამაშობდა, რომელიც გულშემატკივრებს დაუვიწყარ საღამოებს ჩუქინდა. ჩვენს გასახდელში მის ქანდაკებასაც შეხვდებით, რომელსაც თამაშამდე ბევრი ფეხბურთელი ეხება ხოლმე და ძალებს ივსებს. ვცდილობთ, რომ ხალხს ისეთივე სიხარული მივანიჭოთ, როგორც ამას დიეგო აკეთებდა."
- ლუჩანო სპალეტი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრაში სასუოლოს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 17 თებერვალსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი