ნაგელსმანი: “ასეთს პსჟ-ს არ ველოდი “ » სპორტის ხაზი

ნაგელსმანი: “ასეთს პსჟ-ს არ ველოდი “

ნაგელსმანი: “ასეთს პსჟ-ს არ ველოდი “
15-02-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მერვედფინალური დაპირისპირება გაიმართა. “პსჟ” მიუნხენის “ბაეირნს” დაუხვდა. გერმანელები მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე უკეთესები იყვნენ და შეხვედრაშიც იმარჯვეს. ერთადერთი გოლი კინგსლი კომანის ანგარიშზეა.

შეხვედრის შემდგომ “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მედიასთან ისაუბრა:

“პირველ 25 წუთში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ცოტა კი არ ველოდით, რომ ბურთი ასე ხშირად გვექნებოდა, ვერ წარმოგვედგინა, რომ პსჟ ასე პასიური იქნებოდა. მოკლედ, ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქვონდა. მეორე ტაიმი დიდებულად დავიწყეთ, შემდეგ კი ცოტა ბალანსი დავკარგეთ, ორჯერ მეტოქემ მაგრად შემოგვიტია, ორი გოლიც გაგვიტანეს, მაგრამ საბედნიეროდ, თამაშგარედან.”

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი “ალიანს არენაზე” 8 მარტს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი