საქმეში თურქული გრანდი ერთვება? | ნახეთ ვინ დაინტერესდა საბა ლობჟანიძეთი » სპორტის ხაზი

საქმეში თურქული გრანდი ერთვება? | ნახეთ ვინ დაინტერესდა საბა ლობჟანიძეთი

საქმეში თურქული გრანდი ერთვება? | ნახეთ ვინ დაინტერესდა საბა ლობჟანიძეთი
14-02-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ნიჭიერი გარემარბი, საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატში, კერძოდ ჰატაისპორში თამაშობს, რომელიც ცნობილი ტრაგედიის გამო მიმდინარე ტურნირს ბოლომდე ჩაეხსნა.

სწორედ ამიტომ, ქართველ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების ორი ახალი ალტერნატივა გაუჩნდა. პირველი კონტრაქტის გაწყვეტას, ხოლო მეორე იჯარით სხვა კლუბში თამაშს შეეხება. ნებისმიერ ვარიანტში, საბას შეუძლია, რომ ახალი გუნდის მაისური მოირგოს.

როგორც Fotomac წერს, 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებით თურქული ტრაბზონსპორი დაინტერესდა, რომელიც შიდა ჩემპიონატის მე-6 პოზიციას 38 ქულით იკავებს.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატში 2019 წლიდან თამაშობს. პირველი ორი წელი ქართველმა ფეხბურთელმა ანკარაგუჯუში გაატარა, ჰატაისპორში კი 2021 წელს გადაბარგდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი