როგორია გიორგი ლორიას მდგომარეობა? - სანიოლის პასუხი » სპორტის ხაზი

როგორია გიორგი ლორიას მდგომარეობა? - სანიოლის პასუხი

როგორია გიორგი ლორიას მდგომარეობა? - სანიოლის პასუხი
27-09-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, გიბრალტართან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია იცავდა, რომელმაც პირველ ტაიმის მიწურულს ულამაზესი ორმაგი სეივი შემოგვთავაზა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

ამ მოგერიების დროს, ქართველმა კარის დარაჯმა ფეხი დაიზიანი და მოედანი კოჭლობით დატოვა. როგორც გაირკვა ლორია თამაშის გაგრძელებას ვერ ახერხებდა და მის მაგივრად მეორე ტაიმში "ვალესიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მამარდაშვილი შემოვიდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" თავკაცმა, ვილი სანიოლმა ქართველი მეკარის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

"ლორიას მდგომარეობა? - გიორგიმ მუხლი დაიშავა, თუმცა, ამ ეტაპზე, დაზიანების სირთულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და მედიკოსების დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და გიორგი ნოემბერში ჩვენთან ერთად იქნება." - განაცხადა 45 წლის სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი