"მბაპე ბაიერნთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს", - Le Parisien » სპორტის ხაზი

"მბაპე ბაიერნთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს", - Le Parisien

"მბაპე ბაიერნთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს", - Le Parisien
14-02-2023, 20:59
Aa Aa
გაზიარება:

დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ბაიერნს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ფრანგული გამოცემა L'Équipe ირწმუნებოდა, რომ კილიან მბაპე ბაიერნთან გასამართ პირველ მატჩს ტრავმის გამოტოვებდა, თუმცა ფეხბურთელმა ვარჯიშები განაახლა და აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდთან ერთად ემზადებოდა.

მატჩის დაწყებამდე მთავარი კითხვაა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს მბაპე თამაშს თუ პირდაპირ სასტარტო შემადგენლობიდან?

როგორც ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ირწმუნება, კილიან მბაპე დღევანდელ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს - იგივე წყაროს მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს დილით იქნა მიღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი