"ხვიჩა ამ ფეხბურთელს მაგონებს", - სპალეტიმ ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ამ ფეხბურთელს მაგონებს", - სპალეტიმ ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ხვიჩა ამ ფეხბურთელს მაგონებს", - სპალეტიმ ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა
14-02-2023, 20:41
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერია და ამაზე უკვე ყველა ღიად საუბრობს. ცოტა ხნის წინ, იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელს კვარაცხელიაზე ჰკითხეს და სპალეტიმაც ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მეტიც, 63 წლის სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულის შემტევს, მოჰამედ სალაჰს შეადარა.

"ხვიჩას გამორჩეული დრიბლინგი, დარტყმა და ისეთი ფინტები აქვს, რომ მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია - ამ ბიჭში არის რაღაც განსაკუთრებული.

ის მშვიდი და შესანიშნავი პიროვნებაა, ზეწოლას არ გრძნობს. ასე უნდა გააგრძელოს და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მომავალი ექნება.

მოჰამედ სალაჰია ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი თვისებები აქვს. ეგვიპტელი მჭიდრო სივრცეებში მსგავსი უნარებით გამოირჩევა და შეტევის უზუსტესად დაგვირგვინება შეუძლია
", - განაცხადა სპალეტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.