"ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ

"ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ
27-09-2022, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

გიბრალტარში მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

"თქვენ მკითხეთ - მეორე ტაიმში ნაჩვენები ცუდი თამაში მხოლოდ მოედნის ხელოვნური საფარის ბრალი იყო, თუ მოთამაშეების მხრიდან მობილიზების ნაკლებობის? მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რთული მატჩი გველოდა. ასევე ვიცოდით, რომ განაღდებული გვქონდა ქვეჯგუფში პირველი ადგილი.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გიბრალტარის ნაკრებს შანსი არ ჰქონია, თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებაზე შესულმა მოთამაშეებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს. აქამდე გამართულ თამაშებში ეს ჩანდა, რომ ცვლილებებს კარგად ვიყენებდით.

დიახ, არ მოგესმათ - მატჩის ბოლო წუთებზე ჩემს მოთამაშეებზე მართლა ვთქვი, რომ „ჩაეძინათ“. კონკრეტულ ფეხბურთელებს ვგულისხმობდი, მათ ვინაობას კი თქვენ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ დღეს, სანამ მართლაც დაიძინებენ, ჩემგან შეიტყობენ, თუ ვის ვგულისხმობდი".

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, თანაც, C ლიგის ოთხივე ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი დავაფიქსირეთ და მოვიპოვეთ შესაძლებლობა ერთა ლიგის მატჩებს ჩვენს მოედანზე ვუმასპინძლოთ." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი