მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ვალენსია ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაიბარა » სპორტის ხაზი

მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ვალენსია ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაიბარა

მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ვალენსია ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაიბარა
14-02-2023, 17:16
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ამიერიდან ღამურების თავკაცი რუბენ ბარახამი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 47 წლის სპეციალისტი ვალენსიაში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და როგორც ფეხბურთელმა, ესპანურ კლუბთან ერთად ლა ლიგის ორჯერ, ასევე უეფას თასის, ევროპის სუპერთასის და კოპა დელ რეის მოგება მოახერხა. გარდა ტიტულებისა, ბარახამი ვალენსიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

ცნობისთვის, ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ, 20 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.