“ვალენსიას” თავს კარგი ამბები არ არის » სპორტის ხაზი

“ვალენსიას” თავს კარგი ამბები არ არის

“ვალენსიას” თავს კარგი ამბები არ არის
14-02-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში “ვალენსიამ” “ბილბაოს” უმასპინძლა და მორიგი მარცხი იწვნია, ამჯერად 1-2 დამარცხდა. გუნდმა მე-18 ადგილზე გადაინაცვლა და უკვე გასავარდნ ზონაშია. ალბათ, “ღამურებისთვის” ეს უჩვეულო პოზიციაა.

ცხადია, ყოველივე აღნიშნული “ვალენსიას” ქომაგებისთვის რთულად ასატანია. მათ ქალაქში საპროტესტო აქციაც კი მოაწყვეს. ისინი კლუბის სინგაპურელი მფლობელის, პიტერ ლიმის წასვლას ითხოვენ. მისი სტრატეგიები და გუნდის მართვის სტილი არავის მოსწონს. ლიმი “ვალენსიას” განვითარებაზე არ ფიქრობს. ამასობაში კი კლუბი სეგუნდა დივიზონისკენ მიექანება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი