ოქრიაშვილი 31 წლის გახდა | როგორია თორნიკეს მონაგარი ეროვნულ ნაკრებში? » სპორტის ხაზი

ოქრიაშვილი 31 წლის გახდა | როგორია თორნიკეს მონაგარი ეროვნულ ნაკრებში?

ოქრიაშვილი 31 წლის გახდა | როგორია თორნიკეს მონაგარი ეროვნულ ნაკრებში?
12-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, დაბადების დღე კიდევ ერთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, თორნიკე ოქრიაშვილს აქვს, რომელიც 31 წლის გახდა.

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. ამ დროში, მან 50 მატჩი გამართა, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლებით ოქრიაშვილი ეროვნული გუნდის ბომბარდირთა დავის მე-4 პოზიციას იკავებს. მას მხოლოდ ალექსანდრე იაშვილი (14), თემურ ქეცბაია (17) და შოთა არველაძე (27) უსწრებენ.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდოდაა, თუმცა ქართულ მედიაში იწერება, რომ ის და გაგრა მოლაპარაკებებს აწარმოებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი