ფირმინო რეალში? | შესაძლოა ბრაზილიელი ფორვარდი მადრიდში აღმოჩნდეს » სპორტის ხაზი

ფირმინო რეალში? | შესაძლოა ბრაზილიელი ფორვარდი მადრიდში აღმოჩნდეს

ფირმინო რეალში? | შესაძლოა ბრაზილიელი ფორვარდი მადრიდში აღმოჩნდეს
12-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც La Gazzetta Dello Sport წერს, ლივერპულის ბრაზილიელი თავდამსხმელი, რობერტო ფირმინო, შესაძლოა მადრიდის რეალში გადავიდეს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სამეფო გუნდი კარიმ ბენზემას შემცვლელს სერიოზულად დაეძებს, ფირმინო კი ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

აღსანიშნავია, რომ თავად ბრაზილიელ ფეხბურთელს მერსესაიდელებთან კონტრაქტი მიმდინარე წელს ეწურება, მისი გახანგრძლივების შესახებ კი ჯერჯერობით არაფერი ისმის.

შესაბამისად, თუ რობერტო ფირმინო ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მაშინ მადრიდელები ბრაზილიელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.