VIDEO: პუშკაშის ჯილდო | ამპუტანტი მოთამაშის ზღაპრული გოლი სამეულშია » სპორტის ხაზი

VIDEO: პუშკაშის ჯილდო | ამპუტანტი მოთამაშის ზღაპრული გოლი სამეულშია

VIDEO: პუშკაშის ჯილდო | ამპუტანტი მოთამაშის ზღაპრული გოლი სამეულშია
12-02-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

35 წლის ამპუტანტი ფეხბურთელის, მარცინ ოლექსის ზღაპრული გოლი, შესაძლოა 2022 წლის საუკეთესოდ დასახელდეს, პოლონელ მოთამაშეს კი პუშკაშის ჯილდო გადაეცეს - იხილეთ ვიდეო.

მარცინ ოლექსის ცხოვრებაში ფეხის ამპუტაციის საკითხი მაშინ დადგა, როდესაც ის ასფალტს აგებდა (ფეხბურთის თამაშთან შეთავსებით), მძიმე გზის სატკეპნმა მანქანამ კი მას პირდაპირ ფეხზე გადაუარა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მარცინს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან ცალი ფეხი დაკარგა.

აი, როგორ იხსენებს თავად ფეხბურთელი ზღაპრული გოლის გატანის ეპიზოდს: "პარტნიორი ბურთთან რომ მივიდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ პასს ჩემზე გააკეთებდა. რომ დავარტყი, თან ვუყურებდი და არ დამავიწყდება წამის მეასედი, როცა კუთხეში შეფრინდა ბურთი. თავადაც დაინახეთ, როგორი ამაყი ვიყავი და როგორ აღვნიშნე გოლი."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი