დონეცკის შახტარის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კარლო ნიკოლინიმ ნაპოლის შესანიშნავ უნარზე ისაუბრა, რომელსაც იტალიური კლუბი სატრანსფერო ფანჯრისას ყოველთვის ავლენს:
"მსოფლიოში საკმაოდ ცოტა გუნდია ისეთი, რომელიც საფეხბურთო ბაზარზე ადეკვატურად და ჭკვიანურად მოქმედებს, ნაპოლი ერთ-ერთი მათგანია. ამ გუნდის აღმასრულებლები მუდმივ მზადყოფნაში არიან და ყველა კონდიციას ლოგიკურად განიხილავენ."
ასევე, ნიკოლინიმ ყურადღება ქართველ ფეხბურთელზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნაპოლიმ ხვიჩას შეძენით სკუდეტოსკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა:
"2022/2023 წლების სეზონი ნეაპოლური გუნდისთვის ფანტასტიკურია, ამაში კი მთავარი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის." - კარლო ნიკოლინი
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ხვალ, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს წინააღმდეგ 23:45-ზე გამართავს.