UFC-ის ერთ-ერთი ქართველი წარმომადგენელი, მერაბ დვალიშვილი თავის მომდევნო ორთაბრძოლას რუსი მეტოქის, პიოტრ იანის წინააღმდეგ 2023 წლის 12 მარტს გამართავს.
მერაბის პრინციპული მეტოქე წინასაბრძოლო მზადებას ტაილანდში გადის, იქამდე კი სანამ ქართველისა და რუსის დაპირისპირება შედგება, ინტერნეტში პიოტრის ვრცელი ინტერვიუ გავრცელდა, რომლიდანაც გარკვეულ ამონარიდებს შემოგთავაზებთ:
"ჩემმა მომდევნო მეტოქემ UFC-ში 8 ბრძოლის მოგება მოახერხა, ეს შესანიშნავი სერიაა და შემთხვევით სულაც არ ხდება. მე და ჩემი მწვრთნელი ყველა მეტოქეს ინდივიდუალურად ვუდგებით და დვალიშვილთანაც ასე მოვიქცევით. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით ჩემივე ილეთებით ვეცდები მერაბის დამარცხებას, თუ მეტოქის საბრძოლო სტილს მოვერგები. ჩვენ მზადებას დატვირთული გრაფიკით გავდივართ და ყველაფერს 12 მარტს იხილავთ."
"არ მსურს, რომ მერაბთან ინტერნეტით ბინძური საუბარი განვაგრძო. დვალიშვილი ამაზე თანახმაა, ალბათ ყურადღების მიქცევა სურს, მაგრამ მე მზადებაზე ვარ ორიენტირებული, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ."
"ახლა ძალიან მჭირდება, რომ დვალიშვილი დავამარცხო. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ ამას ვადამდე, მსაჯების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოვახერხებ. ჯერ მერაბთან ორთაბრძოლაზე ვფიქრობ, შემდეგ კი მომდევნო ოპონენტებზეც შევაჩერებ არჩევანს." - პიოტრ იანი
ცნობისთვის, რუსი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მე-2 ადგილს იკავებს, მერაბ დვალიშვილი კი მესამე პოზიციაზეა.