ალავიძეც და ნავალოვსკიც დინამო ბათუმში რჩებიან და კლუბს სხვა სტატუსით დაეხმარებიან » სპორტის ხაზი

ალავიძეც და ნავალოვსკიც დინამო ბათუმში რჩებიან და კლუბს სხვა სტატუსით დაეხმარებიან

ალავიძეც და ნავალოვსკიც დინამო ბათუმში რჩებიან და კლუბს სხვა სტატუსით დაეხმარებიან
11-02-2023, 15:31
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, რომ ორიოდე თვის წინ, დინამო ბათუმის გამორჩეულმა მოთამაშეებმა მიხეილ ალავიძემ და გიორგი ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულეს.

35 წლის ალავიძე გეგუჩაძის გუნდის უახლესი ისტორიის გამორჩეული წევრი გახლდათ. 8 საფეხბურთო სეზონის მანძილზე 195 მატჩში მიიღო მონაწილეობა - გუნდთან ერთად ეროვნული ლიგის ჩემპიონობა, ვიცეჩმპიონობაც და სუპერთასის მოგებაც იზეიმა.

რაც შეეხება ნავალოვსკის, ის არამარტო დინამო ბათუმის, არამედ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრიც გახლდათ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნავალოვსკიც და ალავიძეც კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობას დინამო ბათუმში გააგრძელებენ, კერძოდ კი აკადემიაში.

"გიორგი ნავალოვსკი და მიხეილ ალავიძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობას ისევ ჩვენს კლუბში გააგრძელებენ და დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარებაზე იზრუნებენ", - წერია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.