"არსად წასვლას არ ვაპირებ", - გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები დაამშვიდა » სპორტის ხაზი

"არსად წასვლას არ ვაპირებ", - გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები დაამშვიდა

"არსად წასვლას არ ვაპირებ", - გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები დაამშვიდა
11-02-2023, 16:34
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერ ლიგამ ცოტა ხნის წინ მანჩესტერ სიტი ფინანსური წესების მრავალჯერად დარღვევაში დაადანაშაულა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პეპ გვარდიოლას გუნდს სანქციები, მათ შორის ქულების დაკლებაც ემუქრება.

52 წლის სპეციალისტმა კლუბის დატოვების შესაძლებლობა გამორიცხა - ეს ყოველივე კი იმის ფონზე, დაუმტკიცდება სიტის ბრალეულობა თუ არა.

"აქედან წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ ყოფნა იმაზე მეტად მსურს, ვიდრე ოდესმე და ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. კლუბში არავის მოვუტყუებივარ და რატომ არ უნდა ვენდობოდე ჩემს ხალხს?", - განაცხადა პეპმა.

ცნობისთვის, ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შემდეგ, მანჩესტერ სიტი 45 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და არსენალს 5 ქულით ჩამორჩება, რომელსაც თავის მხრივ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი