"ხვიჩას შეუძლია რომ შევჩენკოსა და კაკას მსგავსი კარიერა ჰქონდეს" | კრემონეზეს ხელმძღვანელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას შეუძლია რომ შევჩენკოსა და კაკას მსგავსი კარიერა ჰქონდეს" | კრემონეზეს ხელმძღვანელი

"ხვიჩას შეუძლია რომ შევჩენკოსა და კაკას მსგავსი კარიერა ჰქონდეს" | კრემონეზეს ხელმძღვანელი
10-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება. მიუხედავად აფიშის მიმზიდველობისა, რამდენად შედგება ქართული დერბი კვლავ უცნობია, რადგან ლოჩოშვილის საზარდულის ტრავმას ყველა კითხვაზე ჯერ კიდევ არ უპასუხია.

სხვათაშორის, ნაპოლისა და კრემონეზეს დაპირისპირებაზე ნეაპოლელთა მეტოქე გუნდის ხელმძღვანელმა და მილანის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ ისაუბრა, რომელმაც ყურადღება როგორც "პარტენოპეის" სიძლიერეზე, ისე მისი ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკურ სათამაშო ხარისხზე გაამახვილა:

"ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია და ეჭვგარეშეა, რომ სკუდეტოს სწორედ ისინი მოიგებენ. მათ ევროპის უძლიერესი თავდამსხმელები ჰყავთ და გამარჯვებას აუცილებლად მოახერხებენ, თუმცა იმედი მაქვს, რომ კრემონეზესთან ამას ვერ იზამენ."

"ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც სიურპრიზები მუდმივად ხდება. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბიჭები ამ შაბათ-კვირას კარგ საღამოს გვაჩუქებენ. დიდ გუნდებთან დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ როგორც რომასთან, ისე ნაპოლისთან თასზე ბწყინვალედ ვითამაშეთ."

"ნაპოლის თამაშს გასულ კვირას ვუყურე და მიმაჩნია, რომ ისინი საერთოდ სხვა კატეგორიაში არიან. განსაკუთრებით მათი ქართველი შემტევი მომწონს, რომელსაც შეუძლია, რომ ანდრეი შევჩენკოსა და რიკარდო კაკას მსგავსი კარიერა ჰქონდეს."
- თქვა არიედო ბრაიდამ

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატს ლუჩანო სპალეტის გუნდი 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 13 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი