ბეტო: “ნაპოლი უჩვეულო სეზონს ატარებს” » სპორტის ხაზი

ბეტო: “ნაპოლი უჩვეულო სეზონს ატარებს”

ბეტო: “ნაპოლი უჩვეულო სეზონს ატარებს”
10-02-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ბეტომ Napoli Magazine-სთან ისაუბრა. მან “პარტენოპეის” წლევანდელი ასპარეზობა შეაფასა და მიმდინარე სეზონში მათ შანსებზე ისაუბრა.

“ნაპოლი უჩვეულო სეზონს ატარებს, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს 13 ქულით უსწრებს. იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, შესაძლოა ეს სხვაობა გაიზარდოს კიდეც. აძურიმ დაიმსახურა, რომ იტალიის ჩემპიონი გახდეს.

ოსიმენი და კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, დიდებული ჩემპიონები. სპეციასთან მატჩის ბედი მათ გადაწყვიტეს, მაგრამ ზოგადად ბრწყინვალე პერფორმანსს უზრუნველყოფენ. მათი თამაშის ხარისხი ძალიან მაღალია.

მათ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში და ფინალამდე გასვლა შეუძლია. სერია ა-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა საინტერესო ორმაგი გამოწვევაა.”

სამხრეთ იტალიური კლუბი სერია A-ს ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი