"იუვენტუსს მეკარე სჭირდება, ვალენსიას კი ფული" | მამარდაშვილი ტურინში? » სპორტის ხაზი

"იუვენტუსს მეკარე სჭირდება, ვალენსიას კი ფული" | მამარდაშვილი ტურინში?

"იუვენტუსს მეკარე სჭირდება, ვალენსიას კი ფული" | მამარდაშვილი ტურინში?
9-02-2023, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური Elgoldigital წერს, რომ ტურინის იუვენტუსს ახალი მეკარის შეძენა სურს, რადგან მისი ამჟამინდელი პირველი ნომერი, ვოიცეხ შჩესნი ახალ კონტრაქტზე თანახმა არაა.

პარალელურად, იწერება ისიც, რომ ვალენსიაში რთული ეკონომიკური დრო დგას, რომლის მოგვარებაც ამ გუნდის მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს შეუძლია, რომელიც "ღამურების" თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესოდ სახელდება.

ამ მომენტისთვის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონია, რისი გადახდის თავიც იუვენტუსს ნამდვილად აქვს. მიუხედავად ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა ამ ტრანსფერში "ბებერმა ქალბატონმა" რომელიმე ფეხბურთელიც კი ჩართოს, რათა უფრო ნაკლები გადაიხადოს.

"ტურინის იუვენტუსი ახალ მეკარეს ეძებს, ვალენსიას კი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ფული სჭირდება", - ეს გახლავთ ძირითადი ხაზი, რომლის მიხედვითაც ქართველს ტურინში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი