"დე ლაურენტისმა ხვიჩასა და ვიქტორის შესახებ განცხადება გააკეთა" | Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"დე ლაურენტისმა ხვიჩასა და ვიქტორის შესახებ განცხადება გააკეთა" | Corriere dello Sport

"დე ლაურენტისმა ხვიჩასა და ვიქტორის შესახებ განცხადება გააკეთა" | Corriere dello Sport
9-02-2023, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, იტალიურმა გაზეთმა, კერძოდ Corriere dello Sport-მა ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გერმანულ Bild-თან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც ის როგორც ხვიჩასა და ვიქტორის დუეტის გასხვისებაზე, ისე ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს მოგებაზე საუბრობს:

"საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ზაფხულში ისეთ მნიშვნელოვან ფეხბურთელებს დავკარგავთ, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან. რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ ჩვენს ფეხბურთელებზე მოთხოვნა დიდია, თუმცა მათ გაშვებას არ ვგეგმავთ, რადგან ვალები არ გაგვაჩნია."

"სკუდეტოს მოგება იქნება შესანიშნავი ათწლეულის გენიალური კულმინაცია. იტალიის ჩემპიონატის მოგება ნეაპოლისთვის პრესტიჟს, ბიზნესსა და კეთილდღეობას ნიშნავს, ეს აღზევება იქნება. ჩვენ ზაფხულში გვეყო გამბედაობა, რომ გუნდი მეტად ახალგაზრდული გვექცია, რასაც სპალეტი შესანიშნავად იყენებს, ის ნაპოლის სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს."

"ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ და ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ამ ტურნირზე გაცილებით ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ჯერ აინტრახტის ბარიერი უნდა გადავლახოთ 1/8 ფინალში და ეტაპობრივად წინ წავიდეთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენზე სუსტებს ვეთამაშებით, რადგან შარშანდელი ბარსელონას მაგალითი კარგად გვახსოვს, მათზე ცოტა თუ დადებდა ფსონს, თუმცა საბოლოოდ კატალონიელებმა მოგვიგეს."
- აურელიო დე ლაურენტისი

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი