ბიჭი რომელმაც ანჩელოტი დააბრმავა | მადრიდის რეალს კვარაცხელია სურს? » სპორტის ხაზი

ბიჭი რომელმაც ანჩელოტი დააბრმავა | მადრიდის რეალს კვარაცხელია სურს?

ბიჭი რომელმაც ანჩელოტი დააბრმავა | მადრიდის რეალს კვარაცხელია სურს?
8-02-2023, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი სულ ახლახანს დაიწყო, დიდი საფეხბურთო კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ფიქრსა და აქტიურობას ნაადრევად იწყებენ.

სწორედ ამ საკითხის შესახებ წერს ესპანური ვებგვერდი, კერძოდ Diariogol, რომელმაც სტატია კარლო ანჩელოტისა და მისი სამიზნის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოამზადა:

"ხვიჩა კვარაცხელია არის ადამიანი, რომელმაც ანჩელოტის დაბრმავება შეძლო. როგორც ჩანს, ეს ბიჭი მომავალ წლებში ერლინგ ჰოლანდის, კილიან მბაპესა და სხვა ვარსკვლავების გვერდით იდგება. ნაპოლიმ ქართველი ფეხბურთელი სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინა, თუმცა მათ გულშემატკივრებს დიდი დრო სულაც არ დასჭირვებიათ იმის გასააზრებლად, რომ ხელი ნამდვილ ბრილიანტს დაავლეს."

"კვარაცხელია ნეაპოლური გუნდის ლიდერად მალევე ჩამოყალიბდა და მისმა ტრანსფერმა პარტენოპეი სკუდეტოსთან გაცილებით მიაახლოვა. ისინი სერია A-ს 13 ქულით ლიდერობენ და ახლოს არიან იმასთან, რომ 30 წლის წინანდელი ისტორია გაიმეორონ. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი მცირე მონაკვეთში საგრძნობლად გაიზარდა და 60 მილიონ ევროს მიაღწია, ხოლო მისმა ფანტასტიკურმა თამაშმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კარლო ანჩელოტისაც, რომელსაც ხვიჩას დანახვისას თვალები გაუბრწყინდა."

"ამ მომენტისთვის ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელია დაბლოკილი ჰყავს, თუმცა ტრანსფერის რეალურობას თავად ფეხბურთელის ნება განკარგავს. როგორც დაიწერა, ნაპოლი ქართველის გაყიდვას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა სიტუაციის შემოტრიალება ნებისმიერ წამსაა შესაძლებელი."
- წერს ესპანური ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის საოცნებო კლუბი სწორედ მადრიდის რეალია. ვინ იცის, შესაძლოა გულში ჩამალულმა ღრმა ნატვრამ კვარას მომავალიც კი განსაზღვროს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი