გასულ უქმეებზე “ნაპოლი” “სპეციას” ესტუმრა და 3-0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ვიქტორ ოსიმენმა დუბლი.
სერია A-ს 21-ე ტური გუშინ, “სალერნიტანასა” და “იუვენტუსის” ( 0-3 ) მატჩით დაიხურა. დღეს აწ უკვე გასული ტურის სიმბოლური გუნდიც გამოქვეყნდა, სადაც როგორც ვიქტორ ოსიმენს, ასევე ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხედავთ.