"ის არის მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე" | იტალიელები ხვიჩაზე ზღაპრულად საუბრობენ » სპორტის ხაზი

"ის არის მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე" | იტალიელები ხვიჩაზე ზღაპრულად საუბრობენ

"ის არის მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე" | იტალიელები ხვიჩაზე ზღაპრულად საუბრობენ
7-02-2023, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ სპეციას წინააღმდეგ მორიგი შოუ შემოგვთავაზა, როგორც გოლი, ისე საგოლე გადაცემა მიითვალა და თავისი დიდების სახელმძღვანელოში მორიგი ფურცელი შეავსო.

ჩვენ კი გთავაზობთ იმ იტალიური წყაროების გამოხმაურებას, რომლებმაც ქართველი ფეხბურთელის თამაში მაღალფარდოვანი სიტყვებით შეამკეს:

"ის არიზ მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე, ხვიჩა კვარაცხელია გვთავაზობს ფეხბურთს, რომელიც იძულებული ხარ, რომ გიყვარდეს." - დაწერა Corriere dello Sport-მა

"მისი ზურგზე დატანილი ორი შვიდიანის, მისი მოზრდილი წვერის, მისი დაბლა ჩამოწეული წინდების, ხვიჩა კვარაცხელია მართლაც ძალიან გვაგონებს მსოფლიოს ახალ ჯორჯ ბესტს." - Tuttosport

"ხვიჩა კვარაცხელია იტანს გოლებს და აკეთებს საგოლე პასებს ისე, რომ მისი ეს ქმედებები კურდღელსაც კი ამოიყვანს ქუდიდან, როგორც ამას ილუზიონისტები აკეთებენ." - La Gazzetta dello Sport

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი