"ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ინძაგისა და დელ პიეროს მახსენებს" | ენრიკო ვარიალე » სპორტის ხაზი

"ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ინძაგისა და დელ პიეროს მახსენებს" | ენრიკო ვარიალე

"ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ინძაგისა და დელ პიეროს მახსენებს" | ენრიკო ვარიალე
7-02-2023, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

საკმაოდ გამოცდილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ენრიკო ვარიალემ ნაპოლის ქართულ-ნიგერიული დუეტი თავისებურად შეაფასა:

"როდესაც სპეციასა და ნაპოლის შეხვედრას ვუყურებდი, წარსულიდან ერთი ეპიზოდი გამახსენდა. ეს ტურინის იუვენტუსის ძველ გუნდს შეეხებოდა, სადაც ერთბაშად ფილიპო ინძაგი და ალესანდრო დელ პიერო თამაშობდნენ. მახსოვს ერთი მომენტი, როდესაც ხარბმა ინძაგიმ ტრავმიდან დაბრუნებულ დელ პიეროს გოლის გატანის შესაძლებლობა წაართვა და იცით ეს რატომ გამახსენდა? - მიზეზი ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი გახლავთ, რომელთა საერთო გოლიც ნეაპოლურ გუნდს ყველაზე ზუსტად წარმოაჩენს." - დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი