ფოტო | ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ლეგოს სათამაშო იყიდება » სპორტის ხაზი

ფოტო | ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ლეგოს სათამაშო იყიდება

ფოტო | ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ლეგოს სათამაშო იყიდება
4-02-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Areanapoli-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

"კვარაცხელია მიმდინარე სერია A-ს მთავარი აღმოჩენაა. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიაში თავი მალევე დაიმკვიდრა, ის გასაოცარი ნიჭის მფლობელია. სწორედ ამიტომ, ნეაპოლში ამ ბიჭზე გიჟდებიან. მას განსაკუთრებული საფეხბურთო უნარები აქვს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი თვისებებით გამოირჩევა. ხვიჩა კვარაცხელია უბრალო ადამიანია, რის გამოც ის გუნდშიც ძალიან ფასობს."

"ნეაპოლში ქართველ ფეხბურთელს არაერთი საჩუქარი მიუძღვნეს, იქნება ეს შარფი, დროშა, მაისური თუ სხვა რამ. ამჯერად, საქმე კვარაცხელიას მცირედი ზომის ლეგოსთან გვაქვს, რომელიც ქალაქის ქუჩებში იყიდება."
- წერს იტალიური ვებგვერდი.

სხვათაშორის, Areanapoli იმის შესახებაც გვამცნობს, რომ ხვიჩას ლეგოებზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით კი ბავშვების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი სპეცია იქნება.

ფოტო | ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ლეგოს სათამაშო იყიდება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი