კარნავალე: “ნაპოლის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს” » სპორტის ხაზი

კარნავალე: “ნაპოლის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს”

კარნავალე: “ნაპოლის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს”
4-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეა კარნავალემ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” წლევანდელი ასპარეზობა მიმოიხილა:

“სპალეტის ნაპოლი ნამდვილად უკეთესი გუნდია. ამას არ ვამბობ, მხოლოდ სარეკორდო ციფრების გამო. ის მოედანზე ყოველთვის გადის დიდებული შეუპოვრობითა და თავდაჯერებით. თითქმის ყოველთვის ართმევენ თავს იმას, რაც მათ სურთ. თუ შემადგენლობას გადავხედავთ, გავიაზრებთ, რომ უმაღლესი დონის გუნდია.

ამ გუნდს არავისი ეშინია, მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში შეუძლია.”

კარნავალე “ნაპოლის” ღირსებას 1986-1990 წლებში იცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.