ბორდომ მოიგო | რა შეფასება დაუწერეს ზურიკო დავითაშვილს? » სპორტის ხაზი

ბორდომ მოიგო | რა შეფასება დაუწერეს ზურიკო დავითაშვილს?

ბორდომ მოიგო | რა შეფასება დაუწერეს ზურიკო დავითაშვილს?
4-02-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 23:45-ზე საფრანგეთის მეორე დივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ზურიკო დავითაშვილის ბორდომ პო გასვლით შეხვედრაში 0:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა დავითაშვილი მინდვრიდან 83-ე წუთზე გაიყვანა. სხვათაშორის, ამ დროისთვის ბორდო უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების გარემარბის შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ ბორდოს რიგებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება (6.8) დაუწერა. ამ მაჩვენებლით ზურიკო მხოლოდ ერთ თანაგუნდელს, ალიუ ბაჯის აღემატებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მოგებით ბორდო საფრანგეთის მეორე დივიზიონის კვლავ მესამე ადგილზე რჩება, რადგან მეორე ადგილზე მყოფმა სოშომ თავისი მატჩის მოგება მოახერხა. ამდენად, ბორდოსა და სოშოს ახლა 39-39 ქულა აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი