სამწუხარო ინფორმაცია - საქართველომ ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დაკარგა! » სპორტის ხაზი

სამწუხარო ინფორმაცია - საქართველომ ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დაკარგა!

სამწუხარო ინფორმაცია - საქართველომ ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დაკარგა!
26-09-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ძალოსნობის ისტორიაში, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, კერძოდ რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაფაელ ჩიმიშკიანი 1929 წლის 23 მარტს დაიბადა თბილისში. ის იყო საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდა ამისა, რაფაელ ჩიმიშკიანი იყო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის, ევროპის ექვსგზის, მსოფლიოს უნივერსიადების, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საპატიო ნიშნის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ქართული სპორტის რაინდი და ასე შემდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი