საბრძოლო ჯგუფი | U21 ევრო 2025-ის შესარჩევში ჩვენი მეტოქეები ცნობილია » სპორტის ხაზი

საბრძოლო ჯგუფი | U21 ევრო 2025-ის შესარჩევში ჩვენი მეტოქეები ცნობილია

საბრძოლო ჯგუფი | U21 ევრო 2025-ის შესარჩევში ჩვენი მეტოქეები ცნობილია
2-02-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა U21 ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, რომელიც შვეიცარიაში, კერძოდ ქალაქ ნიონში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრები (21 წლამდე) C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი კონკურენტები შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნიდერლანდების, მოლდოვისა და გიბრალტარის ასაკობრივი ნაკრებები იქნებიან.

ცნობისთვის, შესარჩევი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის სექტემბერში დაიწყება, სადაც მონაწილეობას 2002 წელს და შემდეგ წლებში დაბადებული ფეხბურთელები მიიღებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ევრო 2025-ის მასპინძელი ქვეყანა სლოვაკეთი იქნება, სადაც მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი