ანალიტიკური გრაფიკა | რაში მდგომარეობს ნაპოლის შეტევების საიდუმლო? » სპორტის ხაზი

ანალიტიკური გრაფიკა | რაში მდგომარეობს ნაპოლის შეტევების საიდუმლო?

ანალიტიკური გრაფიკა | რაში მდგომარეობს ნაპოლის შეტევების საიდუმლო?
1-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, დღემდე ბევრი თქვენგანისთვის რჩება ამოუხსნელად ის სათამაშო ხარისხი და მრავალფეროვნება, რასაც ლუჩანო სპალეტის გუნდი გვთავაზობს. ცხადია, იტალიელ სპეციალისტს დიდებული შემსრულებლები ჰყავს, მაგრამ როგორ არგებს მათ გარკვეულ ტაქტიკას?

ამ კითხვაზე პასუხს უცხოური ანალიტიკური ვებგვერდი, Totalfootballanalysis გვცემს, რომელსაც საკმაოდ საინტერესოდ აქვს გააზრებული ნაპოლის თამაში და მისი რეალური სიძლიერე:

"როდესაც ნაპოლი მეტოქის მესამედს უახლოვდება, ისინი საკმაოდ მრავალფეროვან შანსებს ნახევარსივრცეებიდან ქმნიან. ნახევარმცველებისა და განაპირა მცველების წყალობით, სპალეტის ყოველთვის შეუძლია, რომ ჰორიზონტალურ ხაზზე 4 ფეხბურთელი განამწესოს, მეხუთეს კი შეტევა და სივრცეების ათვისება დაავალოს."

"რაც შეეხება წინა ხუთეულს, მისი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. პირველ შემთხვევაში, ვინგერები შედარებით უკან იხევენ და მათ ადგილას ნახევარმცველები ჩნდებიან, რომლებსაც განაპირა მცველები მუდმივად ეხმარებიან. მეორე ვერსიით, განაპირა მცველები საკმაოდ მაღლა არიან აწეულნი, ვინგერები კი პირდაპირ მცველებს შორის სივრცეებს არღვევენ, საჯარიმოს კიდესთან კი მათ დასაზღვევად ნახევარმცველები ჩნდებიან. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, ის მეორეს ძალიან ჰგავს, უბრალოდ ნახევარმცველები და ვინგერები პოზიციებს ერთმანეთს უცვლიან."

ანალიტიკური გრაფიკა | რაში მდგომარეობს ნაპოლის შეტევების საიდუმლო?

ნაპოლის შეტევის გრაფიკული ანალიზი


"ლუჩანო სპალეტი მუდმივად ავალებს თავის ფეხბურთელებს, რომ ფიქსირებული პოზიციების ნაცვლად, სახიფათო ადგილები აითვისონ, რაც მეტოქის სისუსტეს უმალვე გამოავლენს ხოლმე. ნაპოლის მოთამაშეთა უსწრაფესი როტაცია გუნდს აძლევს შესაძლებლობას, რომ სრული მრავალფეროვნებით შეუტიოს."

"ნაპოლის შეტევებისას ტაქტიკა ხშირად 2-2-1-5-ს წააგავს: ორი ცენტრალური მცველი, ერთი ნახევარმცველი და ერთი შემოტრიალებული განაპირა მცველი, რომელსაც დაცვა ევალება, ერთი შემტევი ნახევარმცველი, წინა ხუთეული კი შედგება ერთი მცველის, ერთი ნახევარმცველისა და სამი სტანდარტული შემტევისგან."

"მაშასადამე, როდესაც ბურთი საჯარიმოში მოხვდება, ეს ნაპოლისთვის გარანტირებულ შესაძლებლობას ქმნის. ფლანგებზე მყოფი ფეხბურთელების შესანიშნავი დრიბლინგისა და აჩქარების უნარები გოლის გატანის შანსს ყოველთვის გვთავაზობს, ვიქტორ ოსიმენის მაღალტემპიანობა და გამორჩეული საშემსრულებლო კლასი კი ყველაფერს იდეალურად აგვირგვინებს. ამდენად, ნაპოლის გააჩნია მოულოდნელობაზე დაფუძნებული საკმაოდ საინტერესო სათამაშო მექანიზმი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა."
- წერს ანალიტიკური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი სპეცია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი