'ყველაზე ლამაზი წყვილი' - Il Mattino ხვიჩას და ოსიმენის დუეტზე » სპორტის ხაზი

'ყველაზე ლამაზი წყვილი' - Il Mattino ხვიჩას და ოსიმენის დუეტზე

'ყველაზე ლამაზი წყვილი' - Il Mattino ხვიჩას და ოსიმენის დუეტზე
2-02-2023, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ Il Mattino - მ ნაპოლის შესახებ კიდევ ერთი შესანიშნავია სტატია შემოგვთავაზა, სადაც კვარაცხელიას და ოსიმენის დუეტზე ისაუბრა.

სტატიის ავტორი დუეტს სერია A-ში საუკეთესოდ მოიხსენიებს და გუნდში მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

"ოსიმენის კვარაცხელიას დუეტმა ნაპოლის 38 გოლი მოუტანა. მათ სპალეტის გუნდის შეტევა ფაქტობრივად ააფეთქეს. სერია A-ში ისინი მალევე გახდნენ ყველაზე ლამაზი წყვილი. ოსიმენი 15 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, კვარა კი დირიჟორია, რომელმაც საერთო ჯამში 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეს რიცხვები უფრო მაღალი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ მათ სეზონის პირველ ნაწილში ფიზიკური ფორმა ხელს შეუწყობდათ. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში 4, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 მატჩი გამოტოვა. კვარაცხელია კი გუნდს სერია A-ს ოთხ, ჩემპიონთა ლიგის 1 და იტალიის თასის 1 შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

არც ღირს წარმოდგენა, თუ რა მოხდებოდა, ამ ორ ფეხბურთელს ყველა მატჩი რომ ჩაეტარებინათ. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ქართველი გულშემატკივრები თბილისიდან ნაპოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღებას ითხოვენ."


ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ამ სეზონში მართლაც იდეალურად გამოიყურება. იტალიის ჩემპიონტში ოსიმენი 14 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო კვარაცხელია 7 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტია.

შეგახსენებთ, რომ ეს დუეტი რომასთან მატჩშიც გამორჩეული იყო. იმ შეხვედრაში ერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, ხოლო ერთი საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი