"ხვიჩა და ოსიმენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები არ არიან" | კასანო » სპორტის ხაზი

"ხვიჩა და ოსიმენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები არ არიან" | კასანო

"ხვიჩა და ოსიმენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები არ არიან" | კასანო
1-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

"დე ბრუინი და ჰოლანდი, გავი და პედრი, ვინისიუსი და ბენზემა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უკვე არაერთი გენიალური დუეტი არსებობს, ნურავინ დაივიწყებთ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს, რომლებიც ნაპოლის სკუდეტოს მოგებისკენ მიუძღვებიან." - ძირითადად, ასეთი სიტყვებით ამკობენ ხოლმე ქართველისა და ნიგერიელის წყვილს, რომელიც მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება.

სანაქებო ფრაზების პარალელურად, არსებობენ საფეხბურთო სამყაროს ცნობილი სახეებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები კვარა და ოსიმენი არ არიან.

სწორედ ამ აზრს ავითარებს მადრიდის რეალის, მილანისა და ინტერის ყოფილი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო, რომელიც ნეაპოლური კლუბის ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად სტანისლავ ლობოტკას მიიჩნევს:

"ოსიმენის რომასთან გატანილი გოლი გამაოგნებელი იყო, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნაპოლისთვის ყველასგან გამოსარჩევი ფეხბურთელი არა ის, არამედ ლობოტკაა. კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ნაპოლის შეუძლია, რომ მათ გარეშეც მოიგოს. სამაგიეროდ, სტანისლავი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდის უნიკალური წევრია და სპალეტის დასაყრდენს წარმოადგენს." - თქვა კასანომ Bobo TV-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს გამართავს, მეტოქე კი სპეცია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი