რამდენიმე საათის წინ გავრცელებილი ინფორმაციის თანახმად, ჰაკიმ ზიეჩი შესაძლოა “პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს. Lequipe-სგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ მაროკოელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.
მაროკოელი შემტევი პარიზულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი ანაზღაურება ჯერჯერობით უცნობია.
ჰაკიმი ლურჯებს 2020 წელს ამსტერდამის “აიაქსიდან” შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე მან 98 შეხვედრა გამართა, 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.