"კვარაცხელია მანჩესტერის თამაშში დინამიკას შეიტანდა" | სიტის პოდკასტი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია მანჩესტერის თამაშში დინამიკას შეიტანდა" | სიტის პოდკასტი

"კვარაცხელია მანჩესტერის თამაშში დინამიკას შეიტანდა" | სიტის პოდკასტი
31-01-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისური კლუბები საკმაოდ აქტიურები არიან, რაც სავსებით ლოგიკურია. ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვერ განვითარდება ვერცერთი ლიგა ფინანსურად იმ დონეზე, რომ ინგლისურ კლუბებს საფუძვლიანი წინააღმდეგობა გაუწიონ.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ სიტის პოდკასტში ჟურნალისტებმა პეპ გვარდიოლას გუნდის "ჩამოშლის" პერიოდზე ისაუბრეს და თითოეული პოზიცია სიღრმისეულად განიხილეს. ამ დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნაიჯელ როთბენდმა თქვა, რომ მანჩესტერელთა დინამიკურობის პრობლემას ხვიჩა კვარაცხელია მოაგვარებდა:

"ვინგერები? - მანჩესტერ სიტიში 2018/2019 წლების ნოსტალგია არსებობს, როდესაც გუნდს ფლანგებზე ლეროი სანე და რაჰიმ სტერლინგი ჰყავდა. მათი დუეტი სიტისთვის ახლა მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ერლინგ ჰოლანდი საგოლე გადაცემებს მუდმივად ელის. ცალკე საკითხია ის, სურს თუ არა პეპ გვარდიოლას ძლიერ ფლანგებზე დაყრდნობით აგებული სისტემა, სადაც რიად მაჰრეზი და ჯეკ გრილიში ითამაშებენ? ვისურვებდი, რომ სიტი ნაპოლის დაუკავშირდეს და რამენაირად ხვიჩა კვარაცხელია გაიფორმოს, რომელიც მანჩესტერისთვის განსაკუთრებული დინამიკურობის მომტანი იქნებოდა." - ითქვა ინგლისური კლუბის პოდკასტში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მანჩესტერ სიტიში დიდი წმენდაა მოსალოდნელი, რადგან უკვე არსებობს წამყვან ფეხბურთელთა სია, რომლებსაც თვალი კარებისკენ აქვთ მიმართული (ბერნარდო სილვა, ილქაი გიუნდოგანი). ეს ყველაფერი ჟოაო კანსელომ წამოიწყო, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად 6 თვიანი იჯარით მიუნხენის ბაიერნში გადაბარგდა. მარტივად მისახვედრია, რომ თუ გვარდიოლას ფეხბურთელი სჭირდება, მას არცერთ შემთხვევაში არ დათმობს, პორტუგალიელი მცველი კი, როგორც ჩანს პეპისთვის არასასურველი აღმოჩნდა.

მოკლედ, თუ ზამთარშივე არა, დიდი შანსია, რომ მანჩესტერ სიტიმ ზაფხულში არაერთი ვარსკვლავი შეიძინოს და ვინ იცის, შესაძლოა ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაც იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი